საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის საქმეზე კომენტარს აკეთებს. იზორიას განცხადებით, გონიოში დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
“გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები, იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, მალე ამაზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წრთვნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






