მოსამართლე ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესზე თევზაძე არ იმყოფება, ის მიმალვაშია.
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, პოლიციის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სტურუა, სუიციდამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილ წერილში წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა.
ამასთან ოჯახის ინფორმაციით იმ საბედისწერო ღამეს, გოდერძი თევზაძე მარტო არ იყო.
სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძეს პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გამოძიება ამ უკანასნელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






