„ჩვენთვის ცნობილია თუ რამხელა ზეწოლა შეიძლება ხორციელდებოდეს მოსამართლეზე, რომელიც განიხილას ამ საქმეს, თუმცა მინდა მოვუწოდო მას, რომ არ დაექვემდებაროს ამ ზეწოლას და მიიღოს მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს არ წყვეტს მხოლოდ ქონებრივ ინტერსებს, არამედ ეს წყვეტს ქვეყნის მომავლის საკითხს. დასაშვებია მხოლოდ 4 წინაპირობა, როდესაც სასამართლო ვალდებულია დასაშვებად ცნოს საჩივარი და ერთის არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია საქმე განიხილოს. ჩვენ შემთხვევაში ოთხივე წინაპირობა არსებობს,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ადვოკატის თქმით, თუ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს რუსთავი 2-ის სარჩელს, საერთო სასამართლო ასრულებს რუსთავი 2-ის საქმის განხილვას და მას საბოლოოდ მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს.
"მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პირველ ინსტანციაში, როდესაც თამაზ ურთმელიძემ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიაში მენეჯმენტი არ შეცვლილა. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, თუკი უზენაესი სასამართლო მიიღებს უკანონო გადაწყვტილებას - ეს შედეგი ვერ დადგება ვერანაირად. ეს იქნება მოსამართლეების მხრიდან საკუთარი მომავლის გადახაზვა, თუმცა ჩვენ ბრძოლას არ დავამთავრებთ," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






