მარიამობის წინა ღამის ტრადიცია სამეგრელოში - ჭიაკოკონას კოლხური ისტორია
ეს საინტერესოა - 22:48, 27 Aug, 2018     50912
ჭიაკოკონა - მარიამობის წინა ღამე სამეგრელოში. როგორი იყო უძველესი კოლხური ტრადიცია, რომელიც ერთგავრად 21-ე საუკუნეშიც შემორჩა.

მარიამობას სამეგრელოში "მარაშნა" ჰქვია. სწორედ მარაშნას წინა ღამეს იმართებოდა ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა) - წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთი, წეს-ჩვეულება, რომელიც ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნას.

კოლხთა წარმოდგენით ავი სულები განსაკუთრებით ზაფხულობით მგლის, ძაღლის, კატის და სხვა ცხოველთა სახით დაძრწიან ქვეყანაზე და ვნებას აყენებენ ადამიანებს, მათ ნაშრომ - ნაჭირნახულევს ხვავსა და ბარაქას აცლიან. ჭეჭეთობის რიტუალი ტარდებოდა წელიწადში ორჯერ -ელიობას (20 ივლისს) და მარიამობას (მარიამობის) 15 აგვისტოს წინა ღამეებში. მასიური წარმოდგენით ამ დროებში ადამიანებში გამჯდარი იყო მზაკვრობის ძალა და მათ ცხოველთა სახეს აძლევდა. ამ მხეცებზე შჯდომის საშუალებას ანიჭებდა (ამიტომ, შეუძლებელის შემძლებელს - მგლის მხედარს - „გერიში -გიმახვენჯის“ უძახუდეს). ჭეჭეთობაზე უნდა გამოევლინებინათ მჩხიბავები და განედევნათ მათგან ეშმაკური ძალა რათა ადამიანებისათვის ვნება არ მიეყენებინათ.

ჭეჭეთობის რიტუალი სამი მთავარი მომენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო „გინორჩქილა“. სოფელში გულთმისნობით ცნობილი („მენცარი“) ქალი და კაცი. რომელიც ჭრელ - ჭრელად მოირთვებოდნენ (აქედან რიტუალის სახელწოდებაც „ჭერჭეთყოფა“- ჭრელყოფნა) თავს იყრიდნენ მაღლობ ადგილზე. ყურს მიუგდებდნენ თითოეულ ოჯახს და ამით იგებდნენ წლის განმავლობაში სად ვინ უნდა მომკვდარიყო + საიდანაც შეშის პობის ხმას გაიგონებდნენ და ნაჯახის ცემა ნელი იქნებოდა - მოხუცი მამაკაცი უნდა მომკვდარიყო. თუ ნაჯახის ცემა აჩქარებული იქნებოდა - ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა. საიდანასც ღომის საცეცხველის ხმა გაისმოდა კაკუტების ნელი ცემით დედაბერი მოკვდებოდა. კაკუტების ჩქარი ცემით - ახალგაზრდა ქალის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. შემდეგში ამ „გადაყურების“ შედეგები, სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა.

„ჭეჭეთობის“ მეორე უმთავრესი ეპიზოდი იყო ავი სულების განდევნა ცეცხლ-კოცონის საშუალებით -მაღლობებზე „გადაყურების“ შემდეგ წინასწარ მოგროვილი ფიჩხის კოცონს აჩაღებდნენ (ჭიაკოკონა) და თითოეული დამსწრე კოცონს ზედ გადაახტებოდა, რათა ცეცხლის ალს თვით იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი და ავი სული ცეცხლთან თამაშის დროს. მღერობდნენ სიმღერას რომელშიაც ნათქვამი იყო მჩხიბავთა საქმიანობაზე. საწნახელებით „ტაბაკონაში“ გაჯირითებაზე და მათი თვალების გავარვარებული შამფურებით ამოწვაზე.

მესამე და დასკვნითი ეპიზოდი სხვადასხვანაირი იყო ელიობის „ჭეჭეთობის“ მეორე დღეს (ძ. სტ. 20 ივლისს) ოჯახის უფროსი აწყობდა ეზო-კარმიდამოს „დაჯვარვას“ (ქეჯვარობას). რათა ჯვარი წერებოდა მას და რომელიმე მჩხიბავს ვნება არ მიეყენებინა , ხის მაღალ ჯვარს ასობდა ეზოს წინა, ყანისა თუ ვენახის თავში; ჯვარზე ჩამოკიდებდა რაიმე რკინეულს- ნალებს, ან სამეურნეო იარაღის (ბარის, თოხის) ნატეხს რათა ავი თვალი უვნებელი გაეხადა. (მორგალე) ჯვარსობისას წარმოთქვამდნენ ლოცვას „ჩანა, ჩანა, ხვარიელი ყვანა“(ცენება, ცენება, ხვავიანი ყანა) და „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმ ყვანას დუდელია, შხვაშ ყვანას ფურცელია“ (თავიანა, თავიანა, ჩემს ყანაში თავთავიო, სხვის ყანაში ფოთოლიო).

მარიამობის ჭეჭეთობიდან დაბრუნებულნი, როგორც ეშმაკებისაგან გაწმენდილნი, უდარდელად იძინებდნენ. მაგრამ ოჯახის დედა მათ მალულად ცვლის სანთელს აწებებდა თმაში, რითაც წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42