საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სამართალი - 18:06, 27 Aug, 2016     2864
საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს ახალ მემარჯვენეებსა და პატრიოტთა ალიანსს ნუმერაცია წილისყრის გარეშე მიანიჭა.

„ცესკომ პრობლემად წარმოგვიდგინა ის, რომ ერთ დღეს ინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი და წარმომადგენელი ორგანოს არჩევნები, ასევე პარლამენტის არჩევნები. მათი ლოგიკით ორ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა შეუნარჩუნდეს ის ნომერი, რომელიც მათ ქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლს და ასევე ეწინააღმდეგება ცესკოს 2015 წლის დადგენილებას, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო სუბიექტები შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ნომერს ინარჩუნებენ პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე,“ - აცხადებდა თამარ ხიდაშელი.

რესპუბლიკურმა პარტიამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში 25 აგვისტოს შეიტანა.

ცესკოს წარმომადგენლის კახა ნარეკლიშვილის განცხადებით, რესპუბლიკელების სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით იხელმძღვანელა.

მოსამართლის განმარტებით, რესპუბლიკურ პარტიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის ვადაში შეუძლია სააპელაციო წესით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42