კანონის არცოდნა ან სასამართლოს დისკრედიტაცია- საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკოსების კრიტიკას პასუხობს
სამართალი - 15:21, 27 Aug, 2016     1933

საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების მიზანმიმართულად გაჭიანურებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებით პასუხობს:

"ქალბატონი ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელების მიერ მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავს არიდებს მოსამართლეთა აცილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვას. შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვის ფარგლებში და არა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე. ამ თვალსაზრისით, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ეფუძნება კანონის არცოდნას ან მიზნად ისახავს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე, მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა მიმდინარე საკითხზე. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის თაობაზე."-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაშლილი სხდომა მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლენის განცხადებით, ე.წ. კაბელების, გიგი უგულავასა და "რუსთავი ორის" საქმეებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობის , ასევე ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოში შეტანილი სარჩელის შეცვლის საკითხზე მომზადებული დასკვნების განხილვა მიზანმმიმართულად ჭიანურდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42