პოლიტიკური მოძრაობა „ცენტრისტების“ საერთოდ გაუქმების მოთხოვნით დღეს „დემოკრატიული ინიციატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს:
„26 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, რომელიც გამოიყენებს პარლამენტის წევრთა 1/5-ის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს სარჩელს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებების რეგისტრაციიდან მოხსნა, იგი ავტომატურად არ გულისხმობს, რომ პარტია შეწყვეტს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ისეთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა“, - ნათქვამია დემოკრატიული ინიციატივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






