როგორც მან ,,ნიუპოსტს“ განუცხადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ტელეფონი წაართვეს და საბურთალოზე გვიან ღამით განვითარებული მოვლენების ამსახვრლი ფოტო და ვიდეო მასალა წაუშალეს.
,,გვიან ღამით, საბურთალოზე მორკინალის მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნე მცირეწლოვანი ბავშვები, ბუნებრივია მივმართე პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს. ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ საპატრულო პოლიცია გამომეძახა. ასეც მოვიქეცი, იქვე ვცხოვრობ მეც საპატრულო პოლილიციის მოსვლამდე ავედი სახლში მალევე ჩამოვბრუნდი ადგილზე ნამდვილად დამხვდნენ სამართალდამცავები, ზოგიერთი მათგანი აგრესიულად მომმართავდა. ტელეფონი წამართვეს და წამიშალეს გადაღებული მასალა, მათ შორის პატრულის საქციელი საბოლოოდ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დამაკავეს. მთელი ღამე მანქანაში გამატარებინეს, რამოდენიმე პოლიციელი აგრესიით გამოირჩეოდა. მე ვუხსნიდი რომ ჩემი მოთხოვნა იყო კანონის შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით. ისინი კი ავანტიურისტს მიწოდებდნენ,, -აცხადებს მოქალაქე.
მისი თქმით საქმის კურსში ჩააყენა გენინსპექცია.
გია ჯვარშეიშვილი დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
როგორც ,,ნიუპოსტს,, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს.
გამოძიება მოქალაქეს პოლიციისთვის ხელის შეშლას და წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






