სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
სამართალი - 16:48, 17 Aug, 2016     16498
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა: ორი ნოტარიუსი − სამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთი − სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ნოტარიუსებმა, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაამოწმეს და გასცეს სანოტარო აქტები უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე არასწორი მონაცემებით ისე, რომ სათანადოდ არ დაადგინეს სანოტარო აქტის მონაწილე პირთა უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ამასთან, ერთ-ერთმა ნოტარიუსმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მის მიერ სანოტარო აქტის გაცემისას მოქალაქეს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული − ყალბი სანოტარო აქტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ზემოაღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.

იმისათვის, რომ დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უფლება − მიიღოს მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურება, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს ნოტარიუსთა საქმიანობის მუდმივ ზედამხედველობას, ხოლო მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება მკაცრი რეაგირება"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42