„თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარე ზ. თაბუკაშვილი დააკავეს
სამართალი - 18:09, 10 Aug, 2016     10586
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებისა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვის ფაქტზე, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

"ზურაბ თაბუკაშვილმა პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერსების საწინააღმდეგოდ, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა საცხოვრებელი ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფს” უნდა განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ამხანაგობაში სხვა პირთა გასაწევრიანებლად და საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა არათუ არ უზრუნველყო ამხანაგობის წინაშე დასახული მიზნის - სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, არამედ მისთვის მინიჭებული, ამხანაგობის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვისთვის. ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ 2004-2016 წლების პერიოდში სხვადასხვა მობინადრის ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისთვის, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ცალკეული მობინადრის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი-88“-ს ანგარიშზე შეტანილი ან პირადად ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისთვის გადაცემული დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 1 048 747 აშშ დოლარი და 219 950 ლარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ თაბუკაშვილისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის თაობაზე წარმოებული გამოძიების შესახებ, იგი კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და მის მიერ ამხანაგობის ანგარიშზე შესული თანხის მითვისება განხორციელდა გამოძიების მიმდინარეობის პარალელურადაც, 2016 წლის იანვარშიც.
მანვე ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს დამფუძნებელ წევრთა მიერ მისაღები 7250 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან სხვადასხვა პირებზე გაასხვისა ხუთი საცხოვრებელი ბინა, რითაც გაფლანგა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა დიდი ოდენობით ქონებრივი უფლება და ამხანაგობის წევრებს მოუსპო საცხოვრებელი ფართის მიღების სამართლებრივი საფუძველი.
ზურაბ თაბუკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (34 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42