პოლიცია ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებულს 2 დღეა ეძებს
სამართალი - 11:34, 09 Aug, 2016     6683
სამართალდამცავები ყოფილი პარლამენტარის, 65 წლის ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. თელავის რაიონში სოფელ აკურას მკვიდრი გუშინ საკუთარ ვენახში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს.

მკვლელობას ვენახის დარაჯი შეესწრო, რომელიც პოლიციაში გუშინ დაკითხეს. სოფელ აკურას მცხოვრებთა ინფორმაციით, ნოდარ მოდებაძე მკვლელს, სავარაუდოდ, იცნობდა. ისინი ფიქრობენ, რომ შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ. ადგილობრივები ყვებიან, რომ ერთ-ერთ მწყემსს მოდებაძის ვენახში საქონელი აკრძალვის მიუხედავად შეჰყავდა და ვაზის ნარგავებს უფუჭებდა.

მოსახლეობის ინფორმაციით, ყოფილი პარლამენტარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მწყემსმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნოდარ მოდებაძის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია და ამ დროისთვის მისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოადგენდა. ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს 2015 წელს ბრალი წაუყენა.

ნოდარ მოდებაძე ახალგაზრდობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო, გამოდიოდა ყველაზე პრესტიჟულ, ზემძიმე წონით კატეგორიაში. 1973 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1974). სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) და ორგზის მეორე პრიზიორი (1973, 1977). სსრკ ხალხთა მე-6 სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1975). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42