ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო თემურ ფიფიას 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სამართალი - 17:59, 06 Aug, 2016     4720
თელავის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებული თემურ ფიფიას სასამართლო გაიმართა. პროკურატურა თემურ ფიფიასთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით ფიფიას 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ულმაყოფილო დარჩა ორივე მხარე . პარტია სოციალისტური საქართველოს“ წევრის თემურ ფიფიას განცხადებით სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა რომან ქევხიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული:

„მე არ ვარ კმაყოფილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან არჩევენ მხოლოდ იმ დანაშაულს, რომელიც მე ჩავიდინე, მაგრამ საერთოდ მხედველობის გარეშე რჩება დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ე.წ. დაზარალებულმა. რომელიც შემოიჭრა იქ, სადაც ყრილობას ვატარებდით და ჩაგვიშალა ყრილობა,“ - განაცხადა თემურ ფიფიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ჟურნალისტი რომან ქევხიშვილიც.

„მაშინ, როდესაც პუტინის მთავარი მოკავშირე სოლოლაკის შუშის სასახლეში არის განთავსებული, მე არაფერი მიკვირს დღეს ქართლი ოცნებისგან. ქართულ ოცნებასა დ ბიძინა ივანიშვილს ჯიბეში უზის პროკურატურა და სასამართლო და ეს არის ძალადობის წახალისება,“ - განაცხადა რომან ქევხიშვილმა.

ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა. სოციალისტური საქართველოს ყრილობაზე ჟურნალისტს ფიფიამ დასწრება აუკრძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მორიგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს ჩაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42