ყოფილი ქმრის განზრახ მკვლელობა - სასამართლომ დუდაევას 10 წელი მიუსაჯა
სამართალი - 14:42, 02 Aug, 2016     4058
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მარინა დუდაევა დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ–ის 111, 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლიდან - 2010 წლამდე პერიოდში მარინა დუდაევა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა არჩილ ბოღოლაშვილთან. მიმდინარე წლის 7 იანვარს, მარინა დუდაევა და არჩილ ბოღოლაშვილი ერთმანეთს ქ.თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც დაახლოებით 21:00 საათზე სტუმრად მათ ახლობელს ზურაბ ხ-ს ეწვივნენ. სტუმრად ყოფნისას არჩილ ბოღოლაშვილი მარინა დუდაევას მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას ათვალიერებდა, რამაც ამ უკანასკნელის განაწყენება გამოიწვია. აღნიშნული მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მარინა დუდაევამ ყოფილ მეუღლეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. არჩილ ბოღოლაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მარინა დუდაევა 2016 წლის 8 იანვარს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მარინა დუდაევა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42