უცნობია განახლდება თუ არა უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის გაერთიანებული სარჩელის განხილვა
სამართალი - 12:24, 02 Aug, 2016     1689

უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელის განხილვა 12:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ 2 მოსამართლე მივიდა. 9 მოსამართლიდან სხდომის განახლებისთვის მინიმუმ 6 მოსამართლის მონაწილეობა უნდა დაფიქსირდეს.

პირველი კოლეგიის წევრის კონსტანტინე ვარძელაშვილის განმარტებით, თუ მოსამართლეები არ შეიკრიბებიან, სხდომა არ ჩატარდება. მისივე თქმით, კოლეგებთან არ უსაუბრია და არ იცის, რამდენი მოსამართლე შეიკრიბება.

"მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო პროცესში. დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ. საკმარისზე მეტი განცხადებები გაკეთდა საჯაროდ და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და გავაგრძელოთ დისკუსიები სასამართლოს შენობის შიგნით. თუ მოსამართლეები არ შეიკრიბებიან პროცესი ვერ ჩატარდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შეკრებას", - აღნიშნა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

პირველი კოლეგიის წევრმა ქეთევან ერემაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "თუ იქნება ქვორუმი სხდომა გაიმართება".
საკონსტიტუციო სასამართლოს მინიმუმ სამი მოსამართლე თბილისში იმყოფება და ისინი 12:00 საათისთვის ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში მისვლას ვერ შეძლებენ.

არსებული ინფორმაციით, პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესის განახლებას უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.

კვორუმის შეკრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის განცხადების შემდეგ დადგა. მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ შესაძლებელია, არ მივიდეს სხდომაზე, რადგან მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ რიგი გახმაურებული საქმეების, მათ შორის გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის გაერთიანებული სარჩელის განხილვის დაწყება, დაჩაქარებული წესით, რიგითობის დარღვევით მოხდა.

უგულავა-კაბელების საქმეზე არსებითი განხილვა 22 ივლისს დაიწყო. მოსარჩელეები სსკ 182-ე მუხლს ასაჩივრებენ, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ეს ორი საქმე გაფლანგვის მუხლით გაერთიანდა. პროცესისგანახლების შემთხვევაში დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვების წარმოთქმას აპირებენ რის შემდეგაც პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42