დღეს, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ." კაბელების საქმის" განხილვა უნდა გაიმართოს. მოსამართლეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე, გახმაურებული საქმეების განხილვა უნდა გადაიდოს.
მოსამართლეები განმარტავენ, რომ პროცესში მონაწილეობისგან თავს მანმდე შეიკავებენ, სანამ არ გაირკვევა ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი, ასევე რამდენად კანონიერად მოხდა ე.წ. კაბელების საქმის დარეგისტრირება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა თევზაძის განცხადებით, ეს არ არის დაპირისპირება უწყებაში.
„პროცესი სავარაუდოდ გადაიდება, ზეგინდელ პროცესზე ჩვეულებრივად შევდივართ. ეს არ არის დაპირისპირება, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ცალკეულ მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ სანამ არ გაირკვევა რაღაცებზე კითხვის ნიშნები, გვჭირდება მეტი დრო,“ - განაცხადა ზაზა თევზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






