საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა ადასტურებს, რომ თავად და კიდევ ოთხმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილს განცხადებით მიმართეს.
განაცხადებას ხელს აწერენ მოსამართლეები: ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა.
კოლეგებს გიორგი პაპუაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ ერთმანეთთაც შეხვედრით აღმოიფხვრება გაუგებრობა და სასამართლო მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს:
„20 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის პერიოდში პირველად მოხდა, რომ შიდასამართალწარმოების საკითხები, რაც ჩვეულებრივი დისკუსიისა და მსჯელობის საგანია ხოლმე სასამართლოში, გამოვიდა რაღაც განცხადების სახით, მე ამას გაუგებრობას დავარქმევდი. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის შარშან ოქტომბრიდან იხილებოდა კოლეგიაში, შემდეგ უკვე მისი განხილვა მოხდა ყველას, ერთობლივი თანხმობით. ჩვეულ, სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და იმედია, რომ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეც ერთ-ერთი მოსამართლის მოტხოვნის საფუძველზე, რომლის განხილვაც ჩანიშნული იყო კოლეგიის შემდგომ გადმოეცა პლენუმს, გასულ კვირას ჩვენ მისი განხილვა დავიწყეთ და ერთობლივი გადაწყვეტილებით, ერთხმად გავაგრძელებთ მომავალ კვირას. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობაა, რადგან ჩვეულ რეჟიმში ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენი სამართალწარმოება უნდა იყოს დაქვემდებარებული მხოლოდ კონსტიტუციას და ჩვენს კანონს და არა პროკურატურის, სუს-ის, ფინანსური პოლიციის თუ ვიღაცის ხუშტურებს, პროცედურებსა და ვადებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გაუგებრობას ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრით აღმოვფხვრით და საკონსტიტუციო სასამართლო მოვალეობის შესრულებას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში", - აცხადებს პაპუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






