თბილისში ტერაქტის მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის დუისელი ახალგაზრდა დააკავეს
სამართალი - 11:05, 30 Jul, 2016     26883
თბილისში აფეთქების მუქარის შემცველი ტექსტის სოციალურ ქსელში გავრცელების გამო, სოფელ დუისში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. როგორც ,,ნიუპოსტსთან“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელმა, რომელსაც პროფილის სურათად ISIS-ის ტერორისტის ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) ფოტო აქვს, აფეთქების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა სტატუსთან ერთად, რომელიც თბილისში 12:30 საათზე „ფეირვერკის“ შესახებ იტყობინებოდა. აღნიშნული პოსტი ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებებს სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ფაქტზე ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”- აცხადებენ სუს-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42