"როდესაც ადვოკატი მოითხოვა უთხრეს: თავი ევროპაში ხომ არ გგონიაო"- რას აცხადებს მინდია გოგოჭურის ადვოკატი
სამართალი - 20:21, 27 Jul, 2016     8719
საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მინდია გოგოჭურმა, რომელიც მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყება უკომენტაროდ დატოვა. ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გააკეთა. გოგოჭურის უფლებადამცველის თქმით ,გასულ თვეს მომხდარი შემთხვევის დროს სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და გოგოჭურის დაკავების დროს მას დაახლოებით 6 საათით შეუზღუდეს პოლიციელებმა გადაადგილების თავისუფლება, დაკავება განხორციელდა უხეში დარღვევებით, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მისი დაკავება გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. ბარათაშვილის თქმით, პოლიციელებისთვის კარგად იყო ცნობილი მინდია გოგოჭურის ვინაობა და მისი კავშირი პრეზიდენტთან:

“მათ იცოდნენ პრეზიდენტთან მინდია გოგოჭურის ნათესაური კავშირი და ეს არც დაუმალავთ. ბუნებრივია, ასეთი უხეში დარღვევები რაღაც მიზნით უნდა ყოფილიყო განხორციელებული. პოლიციელებს ჰქონდათ საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და ხდებოდა კანონის უგულვებელყოფა. როდესაც გოგოჭურმა მოითხოვა ადვოკატი, პოლიციელებმა უთხრეს: თავი ევროპაში ხომ არ გგონიაო და ა.შ.”- განაცხადა ბარათაშვილმა.

საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ერთი თვის წინ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42