დედა-შვილის საზარელი მკვლელობა ფონიჭალაში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
სამართალი - 11:02, 27 Jul, 2016     33843

ფონიჭალაში მომხდარი დედა შვილის მკველობა გახსნილია. აღნიშნულ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

"მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის - მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით, განხორციელდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება. აღებული იქნა რამდენიმე ასეული ნიმუში საექსპერტო კვლევებისთვის. ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა, მათ შორის, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური და სხვა. მოწმის სახით დაიკითხა ასეულობით პირი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესწავლილი და დამუშავებული იქნა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა ვერსია.

შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით - მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს)."- განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42