გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მცდელობაზე საუბრობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით ერთ საათში დაკითვაზე გამოცხადების მოთხოვნა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს საგამოძიებო უწყების მიმართ.
”მე ჩემს პირველ განცხადებაში ვახსენე, რომ მზად ვიყავი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევხვედროდი. პრეზიდენტს უკვე შევხვდი და ველოდები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. იმედია უახლოეს ხანში ეს შეხვედრა შედგება, იმისათვის რომ მათ აეღოთ პასუხისმგებლობა, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო, გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უნდობლობის საკმაო საფუძველი გვქონდა. სამსახურის ადგილებთან დახვედრა, უწყებების სასწრაფოდ ჩაბარება მოსამართლეებისთვის, ერთი საათით ადრე დაბარება, არ გამოცხადების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და ა.შ. კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. ეს საქმე კი არ მიიფარცხოს არამედ სერიოზულად იქნას გამოძიებული. ამიტომ მე კვლავ ველი, რომ მას შემდეგ რაც მოხდება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შეხვედრა მთავარ პროკურორთან და იმედი მაქვს რომ რაღაც შანსი იქნება, რომ რეალური გამოძიება ჩატარდება”, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






