საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პროკურატურაში დაიბარეს
სამართალი - 18:44, 26 Jul, 2016     2450
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული. საქმე ეხება სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა.

აღნიშნულ განცხადებას ადასტურებს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც, როგორც ნათია სუხიაშვილმა "ნიუპოსტთან" განაცხადა გამოკითხვაზე ყველა მოსამართლეა დაბარებული, თუმცა უწყების წარმომადგენელი მოსამართლეების პროკურატურაში მისვლის თარიღს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათზე თვალთვალში, მათ კომერციულ საქმეებზე ​ზეწოლაში, დაშანტაჟებაში რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებული იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებით.

აღნიშნულ საქმეზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით. გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება უწყებამ დღეს გაავრცელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42