შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონები - 12:24, 23 Jul, 2016     2042
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრნენ.

წინა წლებთან შედარებით, წელს თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა. შირაქის ველზე ხორბალი და ქერი 32 000 ჰა ფართობზე დაითესა. საშუალო მოსავლიანობამ დახლოებით 4 ტონა შეადგინა.

,,მიმდინარე წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონში 300 000 ტონაზე მეტ ხორბლისა და ქერის მოსავალს ელოდებიან, რაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 200 000 ტონამდე მოსავალი უკვე აღებულია. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით მობილიზებულია 72 ერთეული ტექნიკა, აქედან შპს ,,მექანიზატორის’’ 52 ერთეული და აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 20 ერთეული კომბაინი. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ნათესი ფართობების, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდას.

,,ბოლო ათწლეულების შემდეგ რეგიონში უპრეცედენტოდ მოსავალი დაფიქსირდა. მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი ტექნიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენ ფერმერებს მოსავალი უდანაკარგოდ აიღონ და დააბინავონ“, - აღნიშნა კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა.

ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. უამინდობის გამო გარკვეულწილად შეფერხდა მოსავლის აღების სამუშაოების დაწყება, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინსიტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, დროულად მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42