საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა
რეგიონები - 18:01, 22 Jul, 2016     2333
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„იმისათვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ გია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნება თქვენი სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

სამტრედიის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

„გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს შანტაჟით წინააღმდეგობას გაუწევენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, სამტრედიელებს, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით, ჩემი ქვეყნის, სამშობლოს გვერდით“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

გია მიქელაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, ოთარ ჩრდილელი და დავით ლორთქიფანიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42