საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელის ერთობლივი განხილვა მიმდინარეობს. გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები ითხოვენ ბათილად იცნოს თანხის გაფლანგვის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი.
პლენუმი სათათბიროდ არის გასული, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, გადაიდება თუ არა სხდომა. მოსამართლეთა ნაწილმა სხდომის გადადების შესახებ ინიციატივა დააყენა.
გადადების მიზეზად მოსამართლეთა ნაწილმა, გიორგი პაპუაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებული განცხადება დაასახლა და განაცხადა, რომ სჯობს დაელოდონ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნას. მათ მიაჩნიათ, რომ, ვიდრე აღნიშნული საქმე გამოკვლეული არ იქნება, მუდმივად იქნება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
მოსამართლეების ინიციატივა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, მიუღებელია როგორც ე.წ. კაბელების საქმეში მსჯავრდებულების, ისე გიგი უგულავას ადვოკატებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






