საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ მედიისთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს.
"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სასამართლოსა და ზოგიერთ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით. ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედროდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რათა გაეცნო მათთვის დეტალები.
აღნიშნული განცხადების შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით - პრემიერ-მინისტრთან. სატელეფონო საუბრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს.
აღნიშნული შეხვედრების შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






