ზეწოლა მოსამართლეებზე - არასამთავრობები სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
სამართალი - 17:41, 21 Jul, 2016     2484
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს შეფასებები მოჰყვა არასამთავრობო სექტორში.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ "ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს".

”აღმაშფოთებელია, რომ საქართველოში მოსამართლეები და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შანტაჟზე და ზეწოლაზე საუბრობენ. ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს ეს კი არ მოხდება თუკი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი რეაგირება არ იქნება"- აღნიშნა გიგაურმა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საუბარია ზეწოლაზე და თავდასხმაზე.

"ეს არის მიუღებელი” - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული განცხადებბით შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლობ"- აღნიშნა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის განცხადებაზე ისაუბრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემაც, ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ სანამ კონკრეტული ადამიანები არ დაისჯებიან, მუდმივად იარსებებს იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებების ჩადენას სხვებიც შეეცდებიან.


„ძალიან საგანგაშოა თუ მსგავსი ფაქტები ხდება, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს. ასეთი ფაქტების ადგილი დემოკრატიულ და კანონმორჩილ საზოგადოებაში არ არის, მაგრამ მუდმივად, სანამ კანონმდებლობა არ მოგვცემს გარანტიას, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელების საშუალება არ ექნებათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებს და არ დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, მუდმივად იარსებებს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებების ჩადენას შეეცადონ სხვა ადამიანები"- აღნიშნა "საიას" ხელმძღვანელმა.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, არსებობს მზაობა რომ გიორგი პაპუაშვილი უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდეს.

"ეს შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს. ჩვენის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ინტერესს, რომ დახურულ ფორმატში შეხვედრა გაიმართოს გიორგი პაპუაშვილთან და სხვა დაინტერესებულ მოსამართლეებთან"- თქვა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეულის თქმით მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

პაპუაშვილის განცხადებით, თვალთვალი და შანტაჟი იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42