"ეს პოლიტიკური დევნა იყო, ეს დასტურდება საქმის მასალებით" - გიორგაძე საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება
სამართალი - 10:15, 21 Jul, 2016     2528
იგორ გიორგაძის ადვოკატი ექს-მინისტრის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ინტერპოლის გადაწყვეტილება კი სამართლიანი.

მეტიც, გაგი მოსიაშვილის თქმით, ყველა შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებულია, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი პოლიტიკური დევნილი იყო.

„ბატონი იგორის მიმართ იყო პოლიტიკური დევნა, ეს დასტურდება საქმის მასალებით, რომელიც არსებობს, შესაბამისად ინტერპოლმა მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო სამართლებრივ ქმედებებს, ადვოკატები დეტალებზე დღეს პრესკონფერეციაზე ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია, იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ინფორმაცია, რომ იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ გიორგაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ სატელეფონო საუბრისას თავად გიორგაძემ დაადასტურა.

რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, გიორგაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

ინტერპოლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა, უწყებაში აცხადებენ, რომ მთავარი პროკურატურა მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.

ცნობისთვის, ქართველი სამართალდამცავები იგორ გიორგაძეს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო ეძებდნენ. მისი გვარი ფიგურირებს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტშიც. 21 წლის განმავლობაში გიორგაზე რუსეთს აფარებდა თავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42