იუსტიციის მინისტრმა ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
რეგიონები - 15:44, 16 Jul, 2016     1838
იუსტიციის მინისტრმა ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისი ერთ სივრცეში − იუსტიციის სახლის სწრაფი და კომფორტული მომსახურება სულ მალე ონელებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

რაჭაში მშენებარე იუსტიციის სახლს 16 ივლისს იუსტიციის მინისტრი ესტუმრა. თეა წულუკიანი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. თეა წულუკიანთან ერთად ონში მიმდინარე მშენებლობა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. ონის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ოთხი ფილიალიდან, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ახალქალაქსა და ლაგოდეხში, ხოლო უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი. ონის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისებიც განთავსდება. აქვე მოეწყობა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს. ონის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. შენობის ფართი 590 კვადრატული მეტრია. ტენდერი ონის ფილიალის მშენებლობისთვის 2015 წლის მაისში გამოცხადდა. ონის იუსტიციის სახლში 25 პირი დასაქმდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42