„თუკი ყველაფერს პროგრამა ასრულებს, ვერ ვხდები ამ სამსახურის სამსახურის დანიშნულებას“ -სოციალურად შეჭირვებულოთა საგანგაშო მაჩვენებელი გურიაში
გურიაში დღევანდელი მონაცემებით, შეჭირვებულთა მაჩვენებელთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.
სოციალური მომსახურების საგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით ოზურგეთში - 6,686, ჩოხატაურში - 5,283 , ლანჩხუთში კი - 6,471 შეადგენს. რაც 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია ( ლანჩხუთი- 5535 პირი; ოზურგეთი- 6631; ჩოხატაური- 4223 პირი ღებულობდა).
სტატისტიკის მიხედვით, გამოდის რომ, 2011 წლის დეკემბრისთვის გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღები პირები - 16,389 -ს შეადგენდნენ, 2016 წლის ივნისის მონაცემებით კი- 18,440. რაც იმას ნიშნავს, რომ გურიის რეგიონში „ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი და უკიდურესად შეჭირვებულთა რაოდენობაც 2 ათას 51-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი რეგიონში მკვეთრად გაზრდილია, ეს რიცხვები არ ასახავს იმ რეალობას, როგორი სოციალური ფონიც გურიაში არსებობს. ამის მაგალითია ის ოჯახები, რომლებიც ფულადი შემწეობის მიმღებთა სიაში წლების განმავლობაში ირიცხებოდნენ და მიუხედავად მათი უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, დღეს ერთიანი ბაზის მიღმა არიან დარჩენილები. კონკრეტული პასუხი, თუ რატომ უწყდებათ დახმარება იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმს ქვემოთაა, სოციალურ სააგენტოში არა აქვთ. დასმულ კითხვაზე, პასუხად ვიღებთ მხოლოდ იმას, რომ ოჯახს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ახალი განცხადებით მიმართოს სააგენტოს.
„გურიის მოამბე“ რამდენიმე დღით ადრე წერდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, ფულადი შემწეობა მოუხსნეს 25 წლის შშმ პირს, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ორსულიანი ოჯახის შემოსავალი კი, მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცის ჯგუფის პენსიაა. იდენტური მდგომარეობაა სოფელ ბახვში, სადაც ხის ქოხში მცხოვრები ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სოციალური შემწეობის გარეშე დატოვეს. იგივეა მდგომარეობა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. სოფელ ჩოჩხათში მცხოვრებ მარტოხელა 82 წლის გურამ ჭანტურიას, რომელსაც ორი შვილი გარდაცვლილი ყავს, სოციალური დახმარება მოუხსნეს, ასევე მოხდა სუფსაში 6-სულაინი ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტა, სადაც სამი მცირეწლოვანი ფაქტიურად საკვების გარეშეა დარჩენილი და ასეთი არის ათეულობით ოჯახი, რომელიც უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს, თავის გატანა უჭირთ, შეჭირვებულებად კი, მაინც არ ითვლებიან.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოცემული რიცხვები რეალობასთან ახლოს არ არის და რეგიონში გაცილებით მეტი ღარიბი ცხოვრობს, ვიდრე ეს მონაცემთა ბაზაშია რეგგისტრირებული. მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ამოიღეს:
„მართალია სოციალური მომსახურების სააგენტო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შეჭირვებულ ოჯახზე არ იზრუნონ. თუკი ყველაფერს პროგრამა ასრულებს, ვერ ვხდები ამ სამსახურის თანამშრომელთა დანიშნულებას. გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი სოციალური სააგენტოს მუშაობით. ვისაც უჭირს და პურის ფული არ აქვს, იმას დახმარებებას არ უნდა უხსნიდენ. „ოცნება“ როცა ხელისუფლებაში მოდიოდა, სხვა დაპირებები ქონდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. რად უნდა გადამოწმება იმას, ვისაც სახლი არ აქვს და ჭერი თავზე ენგრევა. ბაზაში ვერ მოხვდნენ ისეთი ოჯახები, რომლებიც დახმარებას რეალურად საჭიროებენ. უამრავი შეჭირვებული ამოიღეს სიიდან. გურიაში 60%-ი მაინც არის შეჭირვებული“ - გვითხრა ჩოხატაურელმა მოქალაქემ.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ახალი მეთოდოლოგიით შემოღებული იქნა სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემა, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობას იღებს ის ოჯახი, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება.
„2015 წლის მაისიდან ძალაში შევიდა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს მტავრობის დადგენილებით დამტკიცდა-( კანონი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“) მეთოდოლოგია ორიენტირებულია ოჯახების შემოსავლებზე (ან შემოსავლის მომტან ქონებაზე), შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება. მაგალითად, დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი. საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი, სარეიტინგო ქულებზე გავლენას არ ახდენს- აცხადებენ უწყებაში.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






