მასშტაბური აქცია ლანჩხუთში-მეწყერსაშიშ ზონაში კარიერის მშენებლობას იწყებენ
რეგიონები - 13:52, 15 Jul, 2016     1749

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ლანჩხუთში. ჩოჩხათის თემის სოფელ მოედანში, სადაც ასეულობით ადგილობრივი კარიერის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ისინი არ დაუშვებენ ადგილზე მსგავსი ტიპის სამუშაოებს და ნებისმიერი გზით დაიცავენ მათ უსაფრთხოებას: "ეს ტერიტორია ადრე ნაყიდი ჰქონდა ჩინურ კომპანიას, მაშინაც აქციები გავმართეთ, მოვითხოვეთ კომისია, რომ შეესწავლათ ეს ტერიტორია. მათი დასკვნის საფუძველზე, აქ არ შეიძლება მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება. ეს ადგილი არის მეწყერსაშიში და აქედან ტონობით ინერტული მასალის გატანა ნიშნავს, რომ ჩვენ წავილეკებით. ახლა გავიგეთ, რომ ჩინური კომპანიისგან ეს ტერიტორია უყიდია ვიღაც ქალბატონს, გვარად ფოფხაძეს და როგორც გვითხრეს, ეს გედი ფოფხაძის ნათესავია. ის მოდისო დაცვის პოლიციის თანხლებით, მოჰყავთ ტექნიკა და უნდათ პირდაპირ დაიწყონ სამუშაოების წარმოება. ეს არის გამორიცხული"-აცხადებს მოსახლეობა.

"გურიის მოამბესთან" შექმნილი პრობლემის სიმწვავესა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს სოფლის რწმუნებულიც: "ადრე აქ იყო მოსული ჩინური კომპანია, არ დაუშვა მოსახლეობამ, რომ გაეტანათ ინერტული მასალა, ახლა ვიღაც ქალი ყოფილა და ის აპირებს ძალით დაიწყოს სამუშაოები. მოდის დაცვით და ტექნიკით. ინფორმირებულია გამგებელი, უშიშოება, პოლცია. ყველამ ყველაფერი იცის. აქ არის პოლიცია. კომისიის დასკვა არის, რომ არ შეიძლება ამ ადგილიდან აღება მასალის. ეს ქალბატონი იყო აქ ადრე და არ დაანება მოსახლეობამ სამუშაოები. არ ვიცი აქ რა მოხდება. მდინარე სუფსის პირას არის ეს კარიერი, არის საყანე ფართობები. მოსახლეობა იძახის ისედაც ვინგრევითო და უარესი არ დაგვემართოს. მე ამათ გვერდით ვარ, გამგებელმაც მითხრა, ხალხის მოთხოვნა რაც არის გათვალისწინეთ და არ ჩაუშვათ ისინი სანაპიროზეო. კომისიამ გუბერნიას მიმართა, გუბერნიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი, იყო პრემიერის ბრძანებულება, ღარიბაშვილის დროინდელი, რომლის მიხედვითაც 20 კილომეტრან ზოლში საერთოდ აკრძალულია ინერტული მასალის აღება. აქ ზემოთ მიწის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან მეწყერსაშიში ადგილია და ქვემოდან მიწას გვითხრიან"-გვითხრა გამგებლის წარმომადგენელმა, ჩოჩხათის თემში.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.
წყარო:http://guriismoambe.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42