განჩინებაში არსებული უზუსტობის გასწორებაზე, სააპელაციო სასამართლომ რ2-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
სამართალი - 19:28, 14 Jul, 2016     2877

დღეს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოდან განჩინება მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა იურისტების მოთხოვნა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე.

ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობის გასწორების თხოვნით 13 ივლიისს მიმართეს და სასამართლოდან გასწორებაზე უარი 1 დღეში, 14 ივლისს, მიიღეს.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული იქნა უსწორობა. კონკრეტულად, დავის საგანში მითითება იყო, რომ ეს არის ინტელექტუალური და საავტორო საკუთრების უფლება, რაც არ არის სწორი, რადგან სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომაზე ქიბარ ხალვაშმა უარი თქვა მის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორედ ინტელექტუალურ და საავტორო უფლების და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. რუსთავი2, როგორც მხარე, გამორიცხული ვიქენით ამ საქმიდან და ეს ფაქტი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პროცესებზე არ დავეშვეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2 მხარე აღარ ვიყავით, დავის საგანსაც აღარ წარმოადგენდა ინტელექტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები, გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მაინც მიუთითა, რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავა, მაგრამ რუსთავი2 მხარედ აღარ იყო მითითებული.

კანონმდებლობის თანახმად, მხარეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და უსწორობის გასწორება მოითხოვოს. კანონმდებლობით მონიჭებული ეს უფლება ჩვენ გამოვიყენეთ და სასამართლოს მივმართეთ. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უპრეცენდენტოდ დაჩქარებულ ვადებში განჩინება გამოიტანა და უარი გვითხრა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე," - განაცხადა იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42