გორის მერიაში პრივატიზაციის და აუქციონების თემაზე მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
რეგიონები - 18:47, 13 Jul, 2016     1570
ოთხშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან ,,ღია კარის დღის“ ფორმატში გორის მერიამ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეხვედრის თემა იყო პრივატიზაცია და აუქციონები. დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს გორის მერის მოადგილე გიორგი რაზმაძე, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია და ქონების მართვის განყოფილების უფროსი ეკატერინე კაპანაძე პასუხობდნენ.

შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან დაისვა კითხვები უნებართვო ფართების დაკანონების, მიწების იჯარით აღების პროცედურებისა და ფართების რეგისტრაციის საკითხებზე.

,,პრივატიზება, აუქციონი და იჯარები სპეციფიური თემაა, რაზეც ჩვენს მოსახლეობას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ ღია კარის დღის ერთი ოთხშაბათი ამ თემით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის დაგვეთმო, მიგვეწოდებინა საჭირო ინფორმაცია, გაგვეცა რეკომენდაციები და სამართლებრივი კონსულტაცია. ამ საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“ - განაცხადა გორის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ.

ღია კარის დღეები ტრადიციულად ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო, სადაც ქალაქის მერიის უმაღლესი თანამდებობის პირები მოსახლეობას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში ხვდებიან და მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42