ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებულია 1939674 მსხვილფეხა და 140466 წვრილფეხა, ხოლო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულა - 994058 სული ცხოველი.
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია სავალდებულოა. იგი უზრუნველყოფს ცხოველთა ჯამრთელობის დაცვას, დაავადებების პრევენციასა და კონტროლს, ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მიკვლევადობასა და შეუფერხებელ რელალიზაციას, მომხმარებლის ინეტერსების დაცვასა და ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე დადებითად აისახება.
წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ერთობლივი ძალიასხმევით ხორცილედება.
მასალის გამოყენების პირობები






