მაისში აჭარაში ტურისტების 18, 69%-იანი ზრდა დაფიქსირდა
რეგიონები - 12:44, 13 Jul, 2016     1256
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება იანვარ-მაისის პერიოდს, 5 თვის განმავლობაში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -თაა გაზრდილი, რაც 79 431 უცხოელ, ხოლო 42 837 შიდა ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

საზღვრის მონაცემების მიხედვით კი ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) საჰაერო ტრანსპორტით აჭარაში 42 268 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74,29%-იან ზრდას გულისხმობს. ქვეყნების მხრივ ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან და ლიტვადან შეინიშნება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა ებრალი და 5,5-ჯერ ყაზახი ვიზიტორების, ხოლო 78,4%-ით ბელარუსი, 57,56%-ით რუსი და 13,56% -ით ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ვიზიტორთა 17,82 %-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ, ყაზახი ვიზიტორებისა კი 30,43% -ით გაიზარდა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის წყარო არის რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტები. მონაცემების დამუშავება არსებული მეთოდოლოგიით დროშია გაწერილი და საზღვრის მონაცემებისგან განსხვავებით ერთ თვემდე პერიოდს მოითხოვს, თუმცა აჭარის შემთხვევაში ესაა ერთადერთი მართებული პრინციპი რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის დასათვლელად. არსებული სტატისტიკის მიხედვით როგორც ველოდით რეგიონში ტურისტების ზრდა გვაქვს ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, რაც ჩვენი და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების გარდა ტურისტები რეგიონში მრავლადაა არარეგისტრირებულ საოჯახო სასტუმროებშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის აჭარაში ჩამოსული სტუმრების სტატისტიკას. ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარეობს ივნისის თვის მონაცემების დამუშავება და თვის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება სურათი, თუ რამდენი ტურისტი სტუმრობდა აჭარას ივნისში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42