„მალე იმ მდგომარეობამდე მივალთ, თავის ტკივილსაც ვერ გავიყუჩებთ“ -გურულები მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებზე
რეგიონები - 14:58, 12 Jul, 2016     1770

ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა.

რას ფიქრობენ გურულები მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებზე, „გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასების მატება შესამჩნევია და მედიკამენტებზე გაზრდილმა ფასმა მათი ხელმისაწვდომობა შეუძლებელი გახდა. გამოკითხულთა ნაწილი, შექმნილ სიტუაციას არც თუ ისე საგანგაშოდ მიიჩნევს და ამბობენ, რომ რაც მთავარია, ექიმის კონსულტაცია, ანალიზები და ოპერაციებია უფასო:
მაია- 36 წლის: რა უნდა ვიფიქროთ, რთულია, რა თქმა უნდა, გვიჭირს შეძენა, მაგრამ რას ვიზამთ. შეიძლება ყველაფერი მოიკლო, წამალზე, რომელიც სიცოცხლეს გვინარჩუნებს, უარს ხომ ვერ იტყვი. იძულებულები ვართ შემოსავლის ნაწილი, რომელიც ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი, მედიკამენტებში დავხარჯოთ. კარგი იქნება, თუ ფასებს შეამცირებენ და ხელმისაწვდომი გახდება.
გელა- 76 წლის: რა და ვატყობ, ამოგვძვრება სული. საავადმყოფოში კი მივდივართ ექიმთან, მარა, მერეა მთავარი, წამლის შეძენას ვერ ვახერხებთ. მე შვილო, გულის პრობლემებით ვარ, იმხელა ფასები ადევს წამლებს, ვერ ვყიდულობ, იძულებული ვარ ყველაზე იაფფასიანი რაცაა, ის შევიძინო.
ნანული- 43 წლის: კი მოიმატა, აბა რა ქნა, ციტრამონი რომაა, იმის ფასიც გაორმაგებულია. მალე იმ მდგომარეობამდე მივალთ, თავის ტკივილსაც ვერ გავიყუჩებთ.
ნაზი- 62 წლის: მოიმატა და მერე როგორ. ამას წინათ ექიმთან ვიყავი, ანალიზები უფასოდ ავიღე, ექიმი უფასოდ მომესახურა, წამლები გამომიეწერა 300 ლარის, როგორ უნდა შევიძინო, როცა პენსია 160 ლარია, ახალა კი ამბობენ, ამ თვეში 180-ი იქნებაო, მარა რაზე გადავანაწილო. არ ვიცი, ნაწილს კი შევიძენ, მარამ თუ მკურნალობა სრულად არ ჩავიტარე, წყალში ჩამეყრება.
ზვიადი- 53 წლის: მართალია, მოიმატა, მაგრამ ექიმის კონსულტაცია, ოპერაცია, ანალიზები ხომ უფასო გახდა. რა ქნას ხელისუფლებამ, რაც მას შეეძლო, ის უფასო გახადა, წამლებს კერძო კამპანიები აწარმოებენ და ისინი ამატებენ. ამაში ხელისუფლების ბრალს ვერ ვხედავ.
აზა- 68 წლის: აა, ნახეთ აგერ ჩემი რეცეპტი, შევედი აფთიაქში და იმხელა ფასები მითხრეს, გული კინაღამ გამისკდა. ამის მყიდველი ახლა კი არა, ალბათ მთელი წელი რომ ვაგროვო დანაზოგი, მაინც ვერ ვიქნები.
გურამი- 49 წლის: ექიმთან კი მივდივართ უფასოდ, მარა მერე უარეს დღეში ვვარდებით, წამალს რომ ვერ ვყიდულობთ. კი დავდივართ მერე გულგახეთქილები. ქე მაინც აღარ მივალ ამ ექიმთანაც, წამალს მაინც ვერ ვყიდულობ და რა აზრი აქვს.
მაყვალა - 73 წლის: იცით რაა, ამბობენ წამლები გაძვირდაო, მარა ის პროგრამა მარტო რად ღირს, რომ უფასოდ შეგვიძლია ექიმთან მისვლა და ანალიზის გაკეთება. ჩემ მეუღლეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა გულზე, კაპიკი არ გადამიხდია, წამალს ახლა კი ვიყიდი და აღარ დავიწუწუნებ, აბა რა ვქნა?!
ცირა- 61 წლის: გულის პრობლემა მაქვს, ერთი თავი წამალი რომ ვიყიდო 160 ლარი უნდა. სამუშაო და შემოსავალი არაფერია. ჩემი პენსიით 4 სულს ვარჩენ შვილო. ეს თანხა რომ ჩემ წამალში გადავიხადო, პური რითი ვჭამოთ.
თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42