„ცენტრ პოინტის“ საქმეზე პროკურატურის საპასუხო სარჩელისთვის ემზადებიან რჩეულიშვილები. მაია რჩეულიშვილის განცხადებით, საგამოძიებო ორგანო ბათუმის „თეთრი მაგნოლიას“ მოსახლეობაზე ზეწოლას ახორცილებდა და ამ გზით იღებდა მათ საწინააღმდეგო ჩვენებებს.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მათ წინააღმდეგ მიმართულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და გამოძიების დაჩქარებული ტემპით წარმოებაზე ამახვილებენ ყურადღებას:
"აბსოლუტურად თვითკმარია ცენტრ პოინტი. აი ეს წივილ-კივილი რაც ხდება, ეს არის რასაკვირველია, მართული აქციები, რადგან ისეთი პლაკატები უჭირავთ ხელში, იმის ფული, რომ შემოიტანონ, ჩვენთან სახლები დამთავრდება. იმათ უნდათ გუკა დაიჭირონ და მე გუკათი მევაჭრონ. დაგეგმილი მაქვს, რომ პროკურატურას ვუჩივლო იმიტომ, რომ თვითონ შენ შექმნა 500 არა დაზარალებული და 500 დაზარალებული ჩემს წინააღმდეგ, რომ შენ გაიმართლო შენი ქმედება, ეს არის დანაშაული“ - განაცხადა კომპანია ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






