ოთარ დანელია სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ეცნობა
რეგიონები - 13:35, 09 Jul, 2016     1580
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და სახნავ-სათესი მიწები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და სოიოს ყანები. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ხიდებისა და გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.

,,დასავლეთში სტიქია მძვინვარებს. ზარალი საკმაოდ დიდია. არსებულ ვითარებას გავეცანი მარტვილში, აბაშასა და სენაკში. ვითარება ყველგან საკმაოდ რთულია. დატბორილია ათასობით ჰექტარი ფართობი, სასოფლო-სამეურნეო სავარგული, განადგურებულია მოსავალი. ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე მუშაობს. ყოველ 10 წუთში განახლებულ ინფორმაციებს ვიღებთ. სამწუხაროდ, ზარალი ალბათ დიდი იქნება. ძირითადად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან რამდენიმე ხიდი წყალმა მთლიანად წაიღო, განადგურებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზებიც”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დასავლეთ საქართველოში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქაღთველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42