წამების რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული გაგა მკურნალიძე გაათავისუფლეს
სამართალი - 20:33, 08 Jul, 2016     16595
როგორც ირკვევა წამების რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული გაგა მკურნალიძე პატიმრობიდან, მიმდინარე წლის იანვრიდან გათავისუფლებულია.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, გლდანის ციხის კარანტინის დაშლის კადრებთან დაკავშირებით, წამების მუხლით იყო 3 წლით და 4 თვით დაპატიმრებული.
მკურნალიძე დღეს ჟურალისტებმა სასამართლოში დააფისირეს, თუმცა მან ამ სამეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ მკურნალიძეს ბრალი წამების სხვა ეპიზოდზეც ედებოდა, ამიტომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 2-ჯერ შევიდა თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროკურორი აცხადებს, რომ მკურნალიძეს ბრალი წამების კიდევ ერთ აპიზოდზე ჰქონდა წაყენმებული. საქმე ეხება 21 წლის პატიმრის, ელდარ ქობალიას წამებას, რომელიც უკვე გარდაცვლილია.

პროკურორის განცხადებით, პირდაპირ ვერ ადასტურებენ , რომ გარდაცვალება წამებამ გამოიწვია, თუმცა სიკვდილი წამებიდან 2-3 საათში დადგა.

ამავე საქმეზე წამების მუხლით ბრალდებულია გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა. მათზე ძებნაა გამოცხადებული.

კოტრიკაძის თქმით, ვინაიდან მკურნალიძეს მძიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, არსებობს მოწმეთა ზეგავლენის ან მიმალვის შესაძლებლობა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42