კასპში შიდა გზების და ხიდების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონები - 16:15, 08 Jul, 2016     1001
კასპის მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად დაათვალიერა. მხარის გუბერნატორი პაატას, თავისუფლების, კოჯორის და გრიშაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაობს გაეცნო. პაატას ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ ასფალტირებული გზით აღნიშნული და მიმდებარე ქუჩის 2000-მდე მცხოვრები ისარგებლებს. ქუჩის სიგრძე 1000 გრძივ მეტრს შეადგენს, ხოლო მისი რეაბილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 923 232 ლარია გამოყოფილი. ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: საფეხმავლოების, ბეტონის ბორდიურების, რკინა-ბეტონის დახურული კიუტების და ეზოში შესასვლელების მშენებლობა. საფეხმავლო ბილიკების გასწვრივ განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ე.წ. ჯიბეები.

თავისუფლების, კოჯორის და გრიშაშვილის ქუჩების 2260 გრძივი მეტრის რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამმართველო №1“ ასრულებს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 550 500 ლარია გამოყოფილი.

გარდა ქუჩებისა, იოსებ ოქრომელიძემ ასევე დაათვალიერა მდინარე ლეხურაზე მიმდინარე ე.წ. "წყალსაქაჩთან" მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდის სიგრძე 36 გრძივ მეტრს შეადგენს და მისი რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 599 ლარი იხარჯება.

„მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კასპის მუნიცილაპიტეტის ურბანული მხარე საგრძნობლად გაუმჯობესდება, რასაც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობა იგრძნობს“, - აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

გზებისა და ხიდის რეაბილიტაციის პროექტები 2016 წლის აგვისტოში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42