,,ვერდიქტი იყო საზოგადოებრივი აზრის გავლენა ნაფიც მსაჯულებზე“ - პაპიძის ადვოკატი
სამართალი - 15:45, 05 Jul, 2016     13322

27 წლის მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი 2 საათსა და 30 წუთში გამოუტანეს.

12-მა ნაფიცმა 25 წლის განსასჯელი წარდგენილი უმძიმესი ბრალის ორივე ნაწილში გაამტყუნა. მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

სასჯელის ზომის განსაზღვრაზე სასამართლო უკვე 6 ივლისს 11:00 საათზე იმსჯელებს, მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ოვაციებით შეხვდნენ. დარბაზში ისმოდა მათი სკანდირება - „მკვლელი“.

მაგდა პაპიძეს სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. როგორც „ნიუპოსტს“ პაპიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, სასჯელის დანიშვნის სხდომას ბარლდებული აუცილებლად დაესწრება.

ადვოკატის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გასაჩივრება არ შეიძლება. ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ სასჯელის ვადა შეიძლება გაასაჩივრონ.

რაც შეეხება უშუალოდ ვერდიქტს, ადვოკატი აცხადებს, რომ მსაჯულები საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.

- როგორ შეაფასებდით ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პაპიძის ოჯახი აცხადებს, რომ ნაფიცი მსაჯულებზე ზეწოლა პროკურატურის მხრიდან ხორციელდებოდა...

- ფაქტს, რომ მსაჯულებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი ამას ვერ დაგიდასტურებთ. ეს შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩენია. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ მსაჯულებმა 9 ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი თან ერთხმად. მაშინ როცა საქმეზე უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს. მრჩება განცდა, რომ მათ თავიდანვე ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება იყო ის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ვრცელდებოდა სოციალური ქსელით თუ სხვა საშუალებებით. სწორედ ეს იყო მიზეზი თორემ 2 საათ ნახევარში მსგავსი ვერდიქტის განაჩენის გამოტანა თითქმის შეუძლებელი იყო.

- ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრების უფლება გაქვთ?

- ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი, საჩივრდება მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. სასამართლო ხვალ 11:00 საათზე სასჯელს განსაზღვრავს, გვინდა თუ არა ეს პროცედურა უნდა გავიაროთ. სასჯელის ნაწილში შეიძლება აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს. პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებით არის კანონით დასაშვები ვერდიქტის გასაჩივრება, თუმცა პროცესის მსვლელობისას არ ყოფილა ისეთი პროცესუალური დარღვევები, რომელიც საფუძველს მოგვცემდა გაგვესაჩივრებინა გადაწყვეტილება.

- თუ ესაუბრეთ მაგდა პაპიძეს მას შემდეგ, რაც ვერდიქტი გამოცხადდა?

- მასთან არ მისაუბრია, მას შემდეგ რაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასამართლოში უნდა გამოვცხადებულიყავით ორსაათნახევარში უკვე ცხადი იყო რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო გადაწყვეტილების მოსმენა- დარბაზშიც კი არ ვყოფილვართ გამოცხადებისას.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42