მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმის მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მოუწოდა რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ და პირადმა სიმპათიამ ან ანტიპათიამ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოახდინოს.
პირველ 3 საათში ვერდიქტის მისაღებად 12 ხმაა საჭირო. თუკი 12 მსაჯულიდან ერთი მაინც არ დაეთანხმება გადაწყვეტილებას, მსაჯულებს ვერდიქტის მისაღებად დამატებით 6 საათი მიეცემათ. ამ დროში გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 8 ხმაა აუცილებელი. თუ ამ დროშიც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება მოსამართლე 3 საათს დაუმატებს, სადაც კვლავ 8 მსაჯულის თანხმობაა საჭირო. თუკი ისევ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ დამატებით გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით ერთსაათიანია. ამ დროშიც თუ ვერ შეჯერდნენ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლე მსაჯულებს დაითხოვს და ახალი შემადგენლობის შერჩევა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






