წელს "არტ-გენ"-მა 28 მაისს ბოლნისიდან აიღო სტარტი და 1 ივლისს სურამში გადაინაცვლა.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება.
10 ივლისს თბილისის ტურის პირველი დღე „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. 19:00-22:00 საათამდე კი სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ანსამბლების ფოლკლორული კონცერტი გაიმართება. 11 ივლისს შიდა ქართლის და სვანეთის წარდგენის შემდეგ მაყურებელს ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი ელოდება. 12 ივლისს ფესტივალი, გურია,მცხეთა მთიანეთის და ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტით გაგრძელდება; 13 ივლისს _ ქვემო ქართლის,ლეჩხუმის და ჯგუფი რეგიონის“ კონცერტით. 14 ივლისს იმერეთის წარდგენის შემდეგ, ფესტივალის მეოთხე დღე რობი კუხიანიძის და "აუტსაიდერის" კონცერტით დასრულდება. 15 ივლისს ფოლკლორული ნაწილი პანკისს და თუშეთს დაეთმობა. დღის ბოლოს კი ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი გაიმართება. 16 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის დ ინსაითის კონცერტი ელოდება. ფოლკლორულ ნაწილს აჭარის რეგიონი წარადგენს. 17 ივლისს. „არტ-გენი 2016“-ის ბოლო დღეს ფესტივალი ტრადიციულად ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი „33 ა“-ს კონცერტით დაიხურება.
„ჩექინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. „არტ-გენის“ მხარდამჭერები არიან „ სავინო“ , „ფარმადეპო“ „თიბისი ბანკი“
მასალის გამოყენების პირობები






