რატომ არ დაიწყო პროკურატურამ ფხოველიშვილის სკანდალურ განცხადებაზე გამოძიება
სამართალი - 15:28, 04 Jul, 2016     2051
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი კომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელ არჩილ ცაბუტაშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც ცაბუტაშვილი კურირებდა, მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილმა და კახელების კლანმა აუნთო.

როგორც ფხოველიშვილის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა დაკავებულის აღნიშნული განცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურას ამ კონკრეტულ ეპიზოდზე გამოძიება უნდა დაეწყოთ.

"ჩვენი მოთხოვნაა ობიექტურად იყოს შეფასებული საქმეში არსებული მასალები, როგორც ფხოველიშვილის ასევე ამ საქმეში მონაწილე სავარაუდო პირების მიმართ"- აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის ინტერნეტ-კაზინოების გამოყენების ეპიზოდს, გაგი მოსიაშვილმა ამ საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა.

"თქვენ მოისმინეთ ბრალდებულის განცხადება ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, ის ამას ამბობს, რომ ასე იყო, გამოძიების ვალდებულება კი არის, რომ გამოიძიოს, დაინტერესდეს, ობიექტურად შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია, რაზეც ეს ადამიანი მიუთითებს. ჩვენი მოთხოვნა არახალია, ვითხოვთ, რომ მოხდეს კონკრეტული ფაქტების სამართლებრივი შეფასება და ამის შემდეგ მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება"- განმარტა ადვოკატმა.

წყალმომარაგების კომპანიიდან ორ-ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გასული წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა. წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მესამე ბრალდებულს თამარ ნავროზაშვილს კი - 6 წელი, აქედან 2 საპატიმრო, 4 - პირობითი სასჯელი.

გუშინ კი თამარ ფხოველიშვილმა გადაცემა "პოსკრიპტუმთან" საქმის სკანდალურ დეტალებზე ისაუვრა.

სატელეფონო საუბრისას კი ფხოველიშვილი დეტალურად იხსენებს იმ სქემას, როგორ რიცხავდა ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი ბიუჯეტის კუთვნილ ფულს ონლაინ-კაზინოს ანგარიშზე და დირექტორის დავალებით პოკერის თამაშს იწყებდა საბოლოო ჯამში თანხა სხვადასხვა ანგარიშებზე ხვდებოდა ამ კომპანიების უკან კი მსჯავრდებულის მტკიცებით სწორედ ფხოველიშვილი იდგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42