"მკვლელის ვინაობას დავადგენთ" - პაპიძის ოჯახის თქმით, მკვლელობა მამაკაცის ჩადენილია
სამართალი - 13:55, 04 Jul, 2016     32611
ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ქალი მაგდა პაპიძე განაჩენის მოლოდინშია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღეს ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ, თუმცა მანამდე ბრალდებული დასკვნითი სიტყვას დახურულ პროცესზე წარმოთქვამს - ამის სურვილი თავად ბრალდებულმა გამოთქვა და მიზეზად მედიის მიერ პროცესის არამართებულად გაშუქება დაასახელა.

პაპიძის დასკვნით სიტყვას ვერ უსმენს ბრალდებულის დედა, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომაზე მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დარჩა.

პაპიძის დედამ კი ამის პარალელურად სკანდალური ინფორმაცია გააკეთა და აღნიშნა, რომ დანაშაული კაცის ჩადენილია.

"კითხვები მაქვს რა უნდოდა ბერძენიშვილს შემთხვევის ადგილზე, რატომ მივიდა. პირობას ვაძლევ მთელ საქართველოს , უამრავი ადამიანი გვირეკავს საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც პროცესს თვალყურს ადევნებენ, სიმართლეს გავარკვევთ და ნამდვილი მკვლელის ვინაობას დავადგენთ” - განაცხადა ლია შამუგიამ.

ბრალდებულის დედამ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა. როგორც შამუგიამ აღნიშნა, მისი მხრიდან არ არის გამართლებული ხელი დაადოს ვინმეს.

პაპიძის ოჯახის წევრებს ეჭვის საფუძველს აძლევს ის ფაქტიც, რომ მათივე ინფორმაციით, "პროკურატურაში პირველად ოთარ ბერძენიშვილმა დარეკა და სწორედ მან გააგებინა".

"ნიუპოსტი" ლანა პაპიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ოჯახის "ვერსია რომ მკვლელობა მამრობითი სქესის ჩადენილია" მალე დამტკიცდება.

ბრალდებულის დამ მაგდა პაპიძის მიერ სხდომის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გონივრული უწოდა.

“დედას სერიოზული ჩვენება უნდა მიეცა პროცესზე, თუმცა პროკურატურამ მოწმეთა სიიდან ამოიღო. არ დაკითხა.

"დედა ამ საქმეს იკვლევს, რაღაც წყაროებს აგნებს, ამ საქმეს მივხედავთ ჩარეული გვყავს საქმე. დამოუკიდებელი გამოძიებით, რომელსაც დედაჩემი ატარებს მალე გაიგებს საზოგადოება სიმართლეს. დედა გავა კვალზე, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით დედაჩემმა მთხოვა არ ვილაპარაკოთ. ისეთ რაღაც-რაღაცეებს ვაწყდებით, რომ ვრწმუნდებით იმაში რასაც ვიძახდით თავიდან... გაიგებთ ყველაფერს"- აღნიშნა მაგდა პაპიძის დამ.

ლანა პაპიძის თქმით, მისი მოლოდინია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება დადებითი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42