შსს-ს თანამშრომლებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სამართალი - 11:35, 03 Jul, 2016     1335
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების 25 თანამშრომელს ჩაუტარდა ორდღიანი სწავლება თემაზე: „სამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისში ჩატარდა. სწავლებას შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, თსუ-ს პროფესორი გია გოგიბერიძე და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის მიზანი იყო სამართალდამცველების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ოჯახში ძალადობის თემატიკისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სამართალდამცველების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს მათი პროფესიონალიზმის გაზრდას და შესაბამისად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას, რაც მსგავსი ფაქტების შემცირებისა და პრევენციის წინაპირობაა.

პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა; ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42