ლელუაშვილის, ქარდავასა და ხიზანიშვილის გამატყუნებელი განაჩენის შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 12:23, 28 Jun, 2016     2011

თბილისის საქალაქო სასამართლო ვასილ ლელუაშვილის, ლევან ქარდავას და შოთა ხიზანიშვილის გამატყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ნაწილში, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სამივე მათგანს, ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. მათვე, 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, ბრალდებული ვასილ ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადებაში, (კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მიზნით) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ამ დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 4 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვასილ ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ბრალდებული შოთა ხ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სხვისი ნივთის გაფლანგვაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა -150 000 ევროს ოდენობით, არ იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42