ე.წ. კაბელების საქმე - ადვოკატები სამოქალაქო სექტორს დასკვნის მომზადებისკენ მოუწოდებენ
სამართალი - 17:15, 27 Jun, 2016     1812
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი და საქმის სხვა ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქმის ყველა მიმდინარე დეტალი გააცნეს. იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმის პროცესი. ადვოკატებმა სამოქალაქო სექტორს მოუწოდეს დასკვნა მოამზადონ ამ საქმეზე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი შეკითხვა ჩნდება დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით. გამოთქვამენ ეჭვს, რომ ანგარების მოტივით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა სახელმწიფო ბრალდებამ ვერ დაადასტურა და ვერ დაამტკიცა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებულებებით. შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა და მას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ,,42 მუხლი“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ღია საზოგადოება საქართველო”.

“ვინაიდან სასამართლო ნაკლები ნდობით სარგებლობს დღევანდელ დღეს, არსებობს გზა რომელსაც მივმართავთ ჩვენ. ეს არის ობიექტური დამკვირვებლები, ობიექტური მესამე პირები, ისეთი როგორიც არის სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ვთხოვთ შეისწავლონ ეს საქმე გააკეთონ თავიანთი დასკვნა და გააცნონ საზოგადოებას. სამართლებრივი გარემოებით მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორად აქვს სასამართლოს შეფასებული და არ არის რთული საქმე რომ სწორად შეფასდეს ის სამართლებრივი გარემოებები, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

“გაუგებარია რატომ არ დაინტერესდა გამოძიება უმაღლესი თანამდებობის პირებით. ამასთანავე არ ჩანს ანგარების მოტივი, არ იკვეთება, რომ მათ თანხა მიითვისეს. გარდა ამისა თანხის გადარიცხვის პროცესში ჩართული იყო ფინანსთა სამინისტრო, აღნიშნულმა საქმემ გაიარა მთავრობაც. ბუნებრივია ამდენ ინსტანციაში და ამდენი განხილვის შემდეგ გაუგებარია როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა ყველას და ყველაფრის მოტყუება. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ რომ ბრალი საკმაოდ სუსტად არის დასაბუთებული,“ - განაცხადა ‘’საერთაშორიშო გამჭვირვალობა საქართველოს’’ პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ.

‘’იმისათვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებელია არსებობდეს სანდო მტკიცებულებათა ერთობლიობა. პროკურატურამ ასეთი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და შესაბამისად ვერ მტკიცდება, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული’’, - განაცხადა საქართველოს ‘’ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42