"მე მას ნამდვილი დედა შევუცვალე...ის ისეთი არ არის, როგორიც ყველა და ამიტომაც დასცინიან..." - დედის ემოციური წერილი
ეს საინტერესოა - 13:33, 10 Jan, 2019     55151
ამერიკელი მერიენ პარისი - ჩვეულებრივი ქალია. ჰყავს მეუღლე, რომელთან ერთად ზრდის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის შვილებსაც.

ცოტა ხნის წინ, მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა წერილმა, სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა.

მერიენმა დეტალურად აღწერა, როგორ გახდა მისი შილი ბულინგისა და თანატოლების მხრიდან დაცივნის მსხვერპლი.

"დიდი ხნის წინ უნდა დამეწერა მის შესახებ. გადავწყვიტე, ჩემი შვილის ისტორია გაგიზიაროთ.

ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ბავშვებიც კი განიცდნიან საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას და ჩვენს დახმარებას საჭიროებენ. საუბარი ზედმეტია იმ ბავშვებზე, რომლებიც სხვებისგან განსხვავდებიან და იძულებულები არიან თანატოლების თავდასხმებს გაუძლონ.

ჩემს ბიჭს არ გაუმართლა - ის ორსულობის 26-ე კვირას დაიბადა. მისმა ბიოლოგიურმა დედამ მასზე უარი განაცხადა. პირველი 3 თვე გმირულად იბრძოდა სიცოცხლისთვის. არაერთი ოპერაციის გადატანა მოუხდა, სისხლის გადასხმა, შუნტირება და მრავალი სხვა პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ მას გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი ჰქონდა, მაინც გადარჩა!


მე მას ნამდვილი დედა შევუცვალე და მომსწრე ვიყავი მისი პატარ-პატარა გამარჯვებების. 3 წლისამ დაიწყო ლაპარაკი. სიარულიც გვიან ისწავლა. კბილები 1 წლის ასაკში ამოუვიდა. ის ფაქტობრივად ყველას ჩამორჩებოდა თითქმის ყველაფერში...

სამაგიეროდ, როგორი გული აქვს! ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ამდენი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს! როგორი კეთილი ღიმილი აქვს! არ შეუძლია ბოროტების ჩადენა და მალევე ივიწყებს წყენას. ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ის არის, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.

სამწუხაროდ, ბევრი თანატოლი ჩემს ბიჭში მხოლოდ დაცინვის ობიექტს ხედავს. ის ისეთი არ არის, როგორიც ყველა და ამიტომაც დასცინიან...
ყოველთვის ვამხნევებდი და ოპტიმიზმს ვთესდი მასში, მაგრამ დღეს მისმა ფრაზამ გული მომიკლაა.. მან მითხრა, რომ უკვე შეეეჩვია დაცინვას...

ეს უბრალოდ ამაზრზენია. არავინ უნდა გახდეს დაცინვის ობიექტი და მითუმეტეს შეეგუოს ამას!

ასე, რომ მინდა მივმართო იმ ხულიგნებს, რომლებიც გამუდმებით დასცინიან ბავშვს: გუშინ დასცინოდით იმაზე, თუ როგორ ჭამდა, დღეს კი - ბრეკეტებზე. იცით, რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია ჭამა ისე, რომ საჭმელი არ გადმოუცვივდეს პირიდან, ბრეკეტები კი მას ამ პრობლემისგან თავის დაღწევაში დაეხმარა.

სასადილოში უყირავებთ სკამს. საშინელი სიტყვებით ამცირებთ... არ შეიძლება ადამიანის დამცირება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის თქვენნაირი! აუცილებელი არ არის ის მოგწონდეთ, მაგრამ მას პატივი უნდა სცეთ!

ჩემი შვილი ნამდვილი მებრძოლია და მე მისი ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი მოგიყევით. ისწავლეთ გარშემო მყოფთა პატივისცემა. წარმოდგენაც არ გაქვთ, რისი გადატანა უწევთ ასეთ ადამიანებს!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42