ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მონაცემების გამჟღავნებას - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
სამართალი - 18:10, 24 Jun, 2016     2906
პერსონალური დაცვის ინსპექტორის აპარატი ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მოქალაქეთა მონაცემების გამჟღავნების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. აპარატში განმარტავენ, რომ ინფორმაციი გაცემა ხდებოდა კანონდარღვევით, რის გამოც 3 კომპანია სამათალდამრღვევად იქნა ცნობილი.

,,ბოლო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სულ უფრო მეტი მოქალაქე მომართავს ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი მონაცემების გამჟღავნების თაობაზე. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა მათი თანხმობისა და ინფორმირების გარეშე სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნეს მათ ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებსა თუ თანამშრომლებს.

განცხადებების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეული ონლაინ სესხებისა და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მონაცემთა გამჟღავნება მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების და პრინციპების დარღვევით. გამოვლინდა ასევე სესხის ამომღები კომპანიისთვის მოვალეების შესახებ ინფორმაციის კანონდარღვევით გადაცემის შემთხვევაც. შედეგად 3 კომპანია სამართალდამრღვევად სცნეს. ამჟამად ინსპექტორის აპარატში 5 მოქალაქის განცხადების განიხილვა მიმდინარეობს.

ინსპექტორს მიაჩნია, რომ კომპანიებმა უნდა დაიცვან სამართლიანი ბალანსი მათ კანონიერ ინტერესსა და მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის, ვინაიდან პირის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მესამე პირებისათვის უკანონოდ გამჟღავნება საფრთხეს უქმნის მათ კანონიერ ინტერესს და შესაძლოა გამოიწვიოს მათი ღირსების შელახვა. გამოვლინდა, რომ მსესხებლებთან დადებული ხელშეკრულებები შეიცავს მის თანხმობას მონაცემთა გამჟღავნებაზე, თუმცა თანხმობის ტექსტი ხშირად ზოგადი და ბუნდოვანია, მოქალაქეს არ აძლევს მკაფიოდ ინფორმაციას მისი მონაცემების გამჟღავნების კონკრეტული შესაძლებლობების შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42