სამედიცინო ექსპერტის ელენე ჭითანავას თქმით, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების სიკვდილი 19 დეკემბრის 18:25 საათიდან 20 დეკემბრის 02:25 საათამდე პერიოდში დადგა. ომარ ქაფიაშვილის გარდაცვალების მიზეზი თავზე მიყენებული მძიმე ტრავმა, თორნიკე ქაფიაშვილის კი ასფიქსია გახდა.
“ომარ ქაფიაშვილის ცხედარს ნაჭდევები და სისხლსნაჟღენთები გულ-მკერდის არეში ჰქონდა. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე ჰქონდა ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც ყურს ორ ნაწილად ყოფდა. ყურს რომ რაიმე ნაწილი აკლდეს, ამას აუცილებლად დავაფიქსირებდი დასკვნაში. გარდა ამისა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ჰქონდა დაზიანება ნაჭდევების სახით და ეს მიდამო დასვრილი იყო მიწის ნაწილებით. თორნიკე ქაფიაშვილი ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვის შედეგად გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა თვალის, ტუჩისა არეში და ცხვირ-ტუჩის გარშემო სისხლჩაქცევები. მარცხენა ყურის უკან ჰქონდა სისხლნაჟღენთი. ასეთი დაზიანება შეიძლება ფრჩხილმაც გამოიწვიოს”, – განაცხადა ექპერტმა. მისივე თქმით ბავშვს მძიმე პათოლოგია არ ჰქონია და აღენიშნებოდა მხოლოდ გარკვეული სახის ალერგიული ფონი. ექსპერტის განმარტებით, ომარ ქაფიაშვილის გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანებები სამედიცინო ენაზე სიცოცხლისდროინდელი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის დადგომამდე მოკლე პერიოდშია მიყენებული.
ექსპერტ- კრიმინალისტის განცხადებით მას შემთხვევის ადგილზე, სადაც გამოძიების ვერსიით მკვლელობა მოხდა, კედელზე და დივანზე სისხლის კვალი არ შეუმჩნევია. სპეციალური ხსნარით იატაკის დამშავების შემდეგ კი აღმოჩნდა , რომ სისხლი იატაკიდან ახალი მოწმენდილი იყო
მასალის გამოყენების პირობები






